ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სხვას დედა არ ჰყავს? იმ ბავშვებს დედა არ ჰყავდათ? ამის გამოშვება როგორ შეიძლებოდა…” – უგულავა ბერა ივანიშვილის ინტერვიუზე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ბერა ივანიშვილის ინტერვიუს აფასებს და ამბობს, რომ ამ ინტერვიუთი დადასტურადა, რომ მას მხოლოდ თავისი თავი მიაჩნია მნიშვნელოვნად და სხვა არავინ.

“სხვას დედა არ ჰყავს? იმ ბავშვებს დედა არ ჰყავდათ? მართლა, ნამუსი… ამის გამოშვება როგორ შეიძლებოდა. ამ ცეცხლზე ნავთის დასხმა იქნებოდა? გვითხრა, რომ მე ვარ და სხვა არავინ არ არის. რომ მარტო დედაჩემია და მე ქართველი ვარ და თუ კიდე ამოიღებთ დედას გიტირებთ, აი ეს გვითხრა”, – აცხადებს გიგი უგულავა.

შეგახსენებთ, ბერა ივანიშვილიმა გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით  “იმედის ფაქტორში” ისაუბრა.

აღნიშნულ გადაცემაში საუბრისას ბერა ივანიშვილმა განაცხადა, რომ – “თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც.”

იტვირთბა....