ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“კასტილიანი“ კაცი რომ მამაკაცს აუპატიურებდა სამალავში, კვესიტაძე ამონტაჟებდა მაშინ და არენდერებდა?” – გია ცაგარეიშვილი

„იმედის ფაქტორის“ სტუმრები და გადაცემის წამყვანები „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ეკა კვესიტაძის განცხადებას გამოეხმაურნენ.

„უზნეობის და იდიოტიზმის არაჩვეულებრივი შეზავებაა – „მთავარი არხი“ უყურებს ჩვენს გადაცემას და ავრცელებს „ფეიკნიუსს“ იმასთან დაკავშირებთ, თითქოს ბერა ივანიშვილის ინტერვიუს, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში იქნება, „იმედში“ ამონტაჟებენო“, – განაცხადა ვაკა გორგილაძემ.

ვიკა გორგილაძის აღნიშნულ განცხადებას ანალიტიკოსი, გია ცაგარეიშვილი გამოეხმაურა.

„ის „კასტილიანი“ კაცი რომ მამაკაცს აუპატიურებდა სამალავში, კვესიტაძე გვარამიასთან ერთად ამონტაჟებდა და არენდერებდა იმ კადრებს? პარლამენტის სპიკერს, დავით ბაქრაძეს რომ სახლში ვიდეოთვალი და მოსასმენი დაუმონტაჟეს კვესიტაძის მეუღლემ და მისმა მეგობრებმა, ამასაც ამონტაჟებდნენ ეს მანიაკები?!“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ამის შემდეგ გადაცემის წამყვანმა მაგდა ანიკაშვილმა „მთავარი არხის“ წამყვანებს და მაყურებელს მოთმინებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილი გადაცემას რეკლამის შემდეგ შემოუერთდება.

იტვირთბა....