ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე “მთავარი არხის” საშუალებით ტელეკომპანია “იმედთან” დაგეგმილ ბერა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმიანება.
კვესიტაძის თქმით, ტელეკომპანია აღნიშნული ინტერვიუს გაშვებას იმიტომ აგვიანებს, რომ დამონტაჟება ვერ მოასწრეს. მისივე თქმით, პირადაპირ ეთერს ვერ გაბედავდნენ.
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დღეს ბერა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ გავა.
„როგორია უკანონოდ მოპოვებული და მრავალჯერ გადამონტაჟებული საუბრების რეალური შინაარსი? როდის დაიწყო „ნაცმოძრაობამ“ მუქარის, ცილისწამებისა და შეურაცხყოფის კამპანია და ვინ დგას ბულინგისა და ფსიქოლოგიური ტერორის უკან?“ – ამ და სხვა საკითხებზე ბერა ივანიშვილი გადაცემა „იმედის ფაქტორში“ ისაუბრებს.
გადაცემა 22:00 საათზე დაიწყო.