საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიჩანაწერთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
პრემიერმინისტრი საჯაროდ ბოლოს 4 მარტს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამოჩნდა. ამ დღის შემდეგ მას არც ოფიციალურ Facebook-გვერდზე დაუწერია რამე. საქართველოს მთავრობის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოს მიხედვით, 9 მარტს გამართულ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს ტრადიციულად ხელმძღვანელობდა ირაკლი ღარიბაშვილი. კომენტარი არც სხდომის დასრულების შემდეგ არ გაუკეთებია.
დღეს კი საქართველოს პრემირი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი.
თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილი “ნოდარ მელაძის შაბათში” გასულ სიუჟეტის შესახებ, სადაც სავარაუდოდ, მისი და ბერა ივანიშვილის სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერზეა საუბარი დღესაც არ გამოხმაურებია.
შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროკურატურა, “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიებას იწყებს.
ინფორმაციისთვის, ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ამავე საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის სახელით მოქალაქეებს ატერორებდა.
ცნობისთვის, ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ მედიაში გამოჩნდენენ ისეთი პირები, რომლებიც ბერა ივანიშვილის მხრიდან მუქარასა და დაშინებაზე საუბრობენ. მათ შორის არის ამერიკაში მოღვაწე ბათუმელი ჟურნალისტი და ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე, რომელმაც “ფორმულას განუცხადა, რომ 5 წლის წინ ბერა ივანიშვილი დაემუქრა, რადგან ის სოციალურ ქსელში ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკქრიტიკა.
ამასთან, მსგავსი მუქარის შესახებ “ტვ პირველთან” ოპერის მომღერალმა, ანიტა რაჭველიშვილმაც ისაუბრა.