ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კელი დეგნანი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა – რა განცხადებები გაკეთდა შეხვედრის შემდეგ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმა აღნიშნა, რომ აშშ-ი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია და ხელისუფლება აფასებს ოფიციალური ვაშინგტონის მტკიცე მხარდაჭერას არაერთ მიმართულებით, მათ შორის როგორც ქვეყანაში რეფორმების განხორციელების, ასევე COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური სირთულეების დაძლევის პროცესში.

კელი დეგნანმა შეხვედრის შემდეგ განცახდებაში აქცენტი პოლიტიკური სიტუაციის განმუხვტასა და ეკონომიკის სწრაფად აღდგენაზე გააკეთა.

მისი თქმით, საჭიროა სწრაფი რეაგირება მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე, რომ ქვეყანა მალე დაუბრუნდეს მის წინაშე მდგარ სხვა მნიშვნელოვან გამოწვევებს.

„ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ყოველისმომცველი დღის წესრიგი გააჩნიათ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ ინიციატივებზე მუშაობა გაგრძელდეს ახალი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.

გვსურს, პოლიტიკური კრიზისი სწრაფად განიმუხტოს, რათა საქართველო დაუბრუნდეს მის წინაშე მდგარ სხვა მნიშვნელოვან გამოწვევებს, მათ შორის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენას.შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რათა ქვეყანამ შეძლოს ეკონომიკის ამოქმედება, ახალი კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირება და, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ძლიერ ნიშნულზე შენარჩუნება.კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა“, – განაცხადა კელი დეგნანმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

იტვირთბა....