ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ბერას 2012 წლის არჩევნებამდე შეურაცხმყოფელი სიტყვებით თავს ესხმოდნენ. ეს ხდებოდა „ნაცმოძრაობის“ ორგანიზებული ჯგუფების მიერ”

ნეიკო სარაჯიშვილი, რომელიც ბერა ივანიშვილის ფან-კლუბის წევრია, აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილს 2012 წლის არჩევნებამდე სოციალურ ქსელში თავს ესხმოდნენ. მისივე თქმით, შეტევა პირადად მასზეც არაერთხელ განხორციელდა. ამის შესახებ სარაჯიშვილი “ქრონიკასთან” საუბრობს.

“ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს ბერა ივანიშვილს 2012 წლის არჩევნებამდე სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი სიტყვებით თავს ესხმოდნენ და მისი სოციალური ქსელის გატეხვას ცდილობდნენ.

პირადად ჩემზეც ხორციელდებოდა შეტევები, იყო გინება და პირადი შეურაცხყოფა. 200-კაციანი ჯგუფები შემოდიოდნენ ბერას გვერდზე. იწყებდნენ გინებას, მხოლოდ იმის გამო, რომ მოგვწონდა მისი სიმღერები და ვგულშემატკივრობდით. ეს ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებული ჯგუფების მიერ. იყო რამდენჯერმე ბერას Facebook-ის გატეხვის მცდელობები. ვფიქრობ, რომ ამ ჩანაწერის ფაბრიკაცია, იმ მომენტს ემთხვევა”, – თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ “ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ამავე საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის სახელით მოქალაქეებს ატერორებდა.

ინფორმაციისთვის, ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ მედიაში გამოჩნდენენ ისეთი პირები, რომლებიც ბერა ივანიშვილის მხრიდან მუქარასა და დაშინებაზე საუბრობენ. მათ შორის არის ამერიკაში მოღვაწე ბათუმელი ჟურნალისტი და ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე, რომელმაც “ფორმულას განუცხადა, რომ 5 წლის წინ ბერა ივანიშვილი დაემუქრა, რადგან ის სოციალურ ქსელში ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკქრიტიკა.

ამასთან, მსგავსი მუქარის შესახებ “ტვ პირველთან” ოპერის მომღერალმა, ანიტა რაჭველიშვილმაც ისაუბრა.

 

 

იტვირთბა....