“მიუხედავად იმისა, რომ ხვალ, 8 მარტიდან რეგულაციების ნაწილი მსუბუქდება, 1-ელ აპრილამდე კვლავ შეზღუდვად რჩება სარესტორნო ბიზნესში ცოცხალი მუსიკის შესრულება,” – ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ მედიასთან განაცხადა.
მისივე განცხადებით, ასეთი კულტურული ღონისძიების მასშტაბი გაცილებით დიდია და როგორც ხალხის მობილობის გაკონტროლება, ასევე, რეგულაციების დაცვა ძალიან ძნელია.
„საზოგადოებრივი კვების ობიექტებთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად არის დარღვევები, როდესაც სახეზე გვაქვს სოციალური ღონისძიება, რაც დღეის მდგომარეობით აკრძალულია. ანუ, ისეთი ღონისძიება, სადაც ხდება ბევრი ადამიანის ერთობლივად, ერთ სივრცეში თავშეყრა. მიუხედავად იმისა, რომ 8 მარტიდან იხსნება შიდა სივრცეებში სარესტორნო ბიზნესი,კვების ობიექტები, 1-ელ აპრილამდე კვლავ შეზღუდვად რჩება ცოცხალი მუსიკის შესრულება, ვინაიდან ეს დამატებით იწვევს ღონისძიების მასშტაბის ზრდას და ასევე, როდესაც ასეთი კულტურული ღონისძიება ტარდება, მასშტაბი გაცილებით დიდია და ამ პროცესში ხალხის მობილობის, ისევე როგორც რეგულაციების დაცვა ძალიან ძნელია“, – განაცხადა ფერაძემ.
შეგახსენებთ, ხვალიდან ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული კიდევ რამდენიმე შეზღუდვა იხსნება. ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.
ამასთან, 8 მარტის დღსასწაულთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალებს ბათუმსა და ქუთაისში უფასოდ მოემსახურება