ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქალაქები, სადაც 8 მარტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალებს უფასოდ მოემსახურება

8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალებს უფასოდ მოემსახურება ბათუმსა და ქუთაისში.

თელავში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში მუშაობს, მგზავრობა არა მხოლოდ ქალებისთვის და არა მხოლოდ ხვალ, არამედ კიდევ რამდენიმე თვე უფასო იქნება.

ქალთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ. 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გაერომ 1975 წელს აღიარა.

იტვირთბა....