ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რომელ არაბულ თუ ახალტეკინურ ცხენსაც არ უნდა შემოახტე, ყველამ იცის ამ ქვეყანაში რა არაკაციც იყავი და ხარ” – ანალიტიკოსი მამუკა ხაზარაძეს

ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი „ლელოსა“ და მისი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას პასუხობს.

“მეტრონომი” ანალიტიკოსის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

“მამუკა ხაზარაძეს გადაეცით – პრემიერის გადადგომა რა მოსატანია ბატონო მამუკა! უფრო მეტიც, მთლიანად ქართული ოცნების ელექტორატი ლელოს გიერთდებით!

ხუმრობა იქით იყოს და სულ თავს ვიკავებდი ლელოზე ძალიან კრიტიკულად დამეწერა, რადგან ამ პარტიას ზოგიერთი წესიერი ჩემი ნაცნობიც უჭერდა მხარს, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი!

ამ ცნობილ მევახშეს ხმა არ ამოუღია, როდესაც ვალერი გელაშვილს სასიკვდილოდ იმეტებდნენ. უფრო მეტიც, რეჟიმის შნირი იყო და როდესაც ხალხს გლდანის ციხეში მასობრივად კლავდნენ, თვითონ მათ ქონებას იფორმებდა და კიდევ რა ჩამოვთვალო არ ვიცი! უამრავი ადამიანი მხვდება და ზოგი იმასაც კი მეუბნება, რომ იმდენი ნაცებს არ უქნიათ, რაც ხაზარაძემ ზემოდან დაგვიმატაო!

მოკლედ და გასაგებად – რომელ არაბულ თუ ახალტეკინურ ცხენსაც არ უნდა შემოახტე, ყველამ იცის ამ ქვეყანაში რა არაკაციც იყავი და ხარ.” – წერს მეტრეველი.

შეგახსენებთ, რომ “ნოდარ მელაძის შაბათში” საგამოძიებო სიუჟტის გასვლის შემდეგ, პარტია “ლელომ” პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძის გადადგომა მოითხოვა. 

ცნობისთვის, “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

იტვირთბა....