“ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.
აღნიშნულთან დაკავშეირებით “ლელოს” დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს.
„6 მარტს „ტვ პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტი, რომელშიც გავიდა ბერა ივანიშვილის საუბრები ირაკლი ღარიბაშვილთან და ანზორ ჩუბინიძესთან, შეიცავს უმძიმესი ორგანიზებული დანაშაულის ნიშნებს.
“ლელო” მოითხოვს: სიუჟეტში მოთხრობილ ფაქტებზე დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება; გამოძიებაში ჩართულ იქნენ საერთაშორისო ავტორიტეტული საგამოძიებო ინსტიტუტები; გამოძიებაზე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, დაუყოვნებლივ გადადგნენ თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე.
ირაკლი ღარიბაშვილთან და მისი ჩართულობით ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობა “ლელოსთვის” მიუღებელია“, – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ “ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.