“ეს არის კულუარული ინფორმაციაა, რომელიც ახალი არ არის და უკვე რამდენიმე თვეა, რაც ეს ინფორმაცია ტრიალებს, რომ დაძაბული ურთიერთობა არსებობს ჯანდაცვის მინისტრსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს შორის. ეს რამდენად მივა ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გათავისუფლებამდე, ეს მე არ ვიცი. ტიკარაძეს შეუძლია გამყრელიძის მოხსნა, მაგრამ აქ სხვადასხვა გავლენებია და სხვადასხვა ფინანსური წრეები და კულუარული მოთამაშეებია. გამყრელიძის გადაყენებამდე ჯერ ქალბატონმა ტიკარაძემ უნდა დატოვოს თანამდებობა, მერე უკვე სხვა პასუხისმგებელმა პირებმა. უპირველესი პასუხისმგებლობა ჯანდაცვის მინისტრსა და პრემიერს ეკისრებათ.”
სერგო ჩიხლაძე – “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი.
ამის შესახებ მან “ახალ თაობასთან” ინტერვიუში განაცხადა.