aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გვაქვს ინფორმაცია, უნდათ, რომ ჩინური ვაქცინის შემომტანების ლობირება მოახდინონ… იქცნენ ფულის საჭრელი დაზგის ჩინოვნიკებად”- სერგო ჩიხლაძე “სამ მუშკეტერს” უპირისპირდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერი სერგო ჩიხლაძე ქვეყანაში ვაქცინების შემოტანაზე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მიმდინარეობს მუშაობა, საქართველოში ჩინური ვაქცინა შემოიტანონ.

სერგო ჩიხლაძის ინფორმაციით, პაატა იმნაძეს და თენგიზ ცერცვაძეს უნდათ, რომ ჩინური ვაქცინის შემომტანების ლობირება მოახდინონ და ამით ფინანსური სარგებელიც მიიღონ.

“ჩინურ ვაქცინაზე თენგიზ ცერცვაძე დიდი ხნის წინ საუბრობდა. გუშინ ძალიან მკვეთრად თქვა პაატა იმნაძემ, შეცდომა იყო ჩინურ ვაქცინაზე რომ არ დავფიქრდითო, ეს უბრალოდ არის უპასუხისმგებლობა საკუთარი ხალხის წინაშე, ხარისხიანი ვაქცინა რომ ვერ შემოგაქვს, ამიტომ გინდა „შეტენო“ ჩინური ან რუსული ვაქცინა.

ახლა ბატონი თენგიზი კი მომიძღვნის წერილს, მაგრამ ერთი მხრივ, ეს არის მავნებლობა, მეორე მხრივ, გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩინურ ვაქცინაზე გარკვეული წრეები მუშაობენ და პაატა იმნაძეს და თენგიზ ცერცვაძე უნდათ, რომ ჩინური ვაქცინის შემომტანების ლობირება მოახდინონ, მარტო უუნარობა და არაპროფესიონალიზმი კი არა, აქ კომერციული და ფინანსური სქემების დალაგებაც მიდის, ვინ იხეირებს ვაქცინის შემოტანაზე და ვის აქვს გზა გაჭრილი ჩინური ვაქცინის შემოტანაზე. ეს ადამიანები იქცნენ არა ჯანმრთელობის მუშაკებად, არამედ ფულის საჭრელი დაზგის ჩინოვნიკებად და ახლა ლობირებენ ჩინურ ვაქცინას,”- აცხადებს სერგო ჩიხლაძე “ინტერპრესნიუსთან.”

როგორც ჩიხლაძე ამბობს, ქვეყანაში ჩინური ვაქცინის შემოტანაზე საუბარი მიდის იანვრდან, მაგრამ პროტესტის გამო ვეღრა გაბედეს.

ამაზე იანვრიდან არის საუბარი, უბრალოდ დიდი პროტესტი იყო და მათ ვეღარ გაბედეს. ახლა რომ ვეღარ შემოდის ვაქცინა, ისევ ამოიღეს ხმა იმნაძეებმა, ცერცვაძეებმა და სხვებმა. ჩინურის შემდეგ რუსულსაც იტყვიან და ასეთ ჩინოვნიკებთან გვაქვს საქმე, რომელიც ერთი მხრივ, არაპროფესიონალია, ნაჩუქარსაც კი ვერ იღებენ და მეორე მხრივ, თავიანთ ფინანსურ სქემებს ალაგებენ“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

მისივე თქმით, სჯობს „ხელისუფლებამ ვაქცინის იმედისმომცემ და რეპუტაციულ“ მწარმოებლებთან დაიწყოს ურთიერთობა.

შეგახსენებთ, ქვეყანაში “ფაიზერის” პირველ დოზას თებერვლის ბოლოს ელოდებოდნენ, თუმცა ვაქცინის შემოტანის პროცესი გადაიდო.

ვაქცინის შემოტანის დაგვიანების საკითხს გამოეხმაურნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პირები და ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი. როგორც მათ განაცხადეს, საქართველოში ხარისხიან ვაქცინაციას ელოდებიან, რაზეც მოთხოვნა დიდია, დაგვიანებაც სწორედ ამას უკავშირდება. ხოლო, ქვეყნებმა, რომლებმაც ვაქცონაცია უკვე დაიწყეს, მათ ძირითადად ჩინური და რუსული ვაქცინები აქვთ.

იტვირთბა....