მთავარი ციტატა

“ეს დაპირისპირებულობა არსებობს, რომელსაც ვებრძვი”- რას აცხადებს ამირან გამყრელიძე

“დაპირისპირება არსებობს ჩემსა და მხოლოდ ერთ სუბიექტს შორის, ეს სუბიექტი გახლავთ კორონავირუსი – SARS-COV-2, რომელიც იწვევს დაავადებას კოვიდ 19-ს. ეს დაპირისპირებულობა არსებობს, რომელსაც ვებრძვი წელიწადი და ერთი თვეა. ხან მე ვჯობნი მას და ვჯაბნიდი სექტემბრის შუა რიცხვებამდე, მერე მან დამჯაბნა მე სექტემბრის მეორე ნახევრიდან. დეკემბრის მეორე ნახევრიდან ისევ დაიწყო ამ ბრძოლაში ჩემი უპირატესობა და დღეს ისევ ჯერჯერობით მე ვჯობნი მას. ვნახოთ საბოლოოდ როგორ დამთავრდება ეს ბრძოლა.”

ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი 

ამის შესახებ  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნულით თანამდებობიდან მისი გადაყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ,  პირველ მარტს “სტრატეგია აღმაშენებელის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის პოსტიდან ამირან გამყრელიძის შესაძლო გადაყენებაზე ინფორმაცია გაავრცელა. ჩიხლაძის თქმით, გამყრელიძის მიდგომა არის დაუსაბუთებელი, ასევე, არსებობს საეჭვო შესყიდვები, ათ შორის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ განხორციელებული.

 

იტვირთბა....