ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხელისუფლებამ ვარდისფერი სათვალე უნდა მოიხსნას” – გიგი უგულავა

“ჩვენ არ შევეგუებით ერთპარტიულ პარლამენტს. ხელისუფლებამ უნდა მოიხსნას ვარდისფერი სათვალეები, რადგან არაფრის შემჩნევას მიეჩვინენ” – აცხადებს “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა მიმდინარე აქციაზე.

მისივე თქმით, შარლ მიშელის ჩამოსვლამ ხელისუფლებას დაანახვა, რომ ისინი რეალური კრიზისი წინაშე არიან და ამ კრიზისს თვალის გასწორება სჭირდება.

„პიკეტის მიზანი ისაა, რაც აქამდე იყო. მშვიდობიანი პროტესტი! პროტესტი იმის, თუ რაც პარლამენტში ხდება. არ შევეგუებით ერთპარტიულ პარლამენტს. უზურპირებული და ლეგიტიმაცია მოკლებულია ხელისუფლება და ეს ყველაფერი საკუთარი თვალით, ყურით უნდა გაიგონ. შეეჩვივნენ არაფრის შემჩნევას და ვარდისფერ სათვალეებს.

გუშინდელმა დღემ აბსოლუტურად სხვა ეტაპზე აიყვანა ეს მოლაპარაკებები. აბსოლუტურად სხვა თამასაა და ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს.

ჩამოვიდა მიშელი და ხელისუფლებამ კრიზისს დაარქვა კრიზისი, ამის არ შემჩნევა, უბრალოდ, აღარ გამოდიოდა! შესაბამისად, როცა კრიზისს კრიზისს დაარქმევ, უკვე გიწევს კრიზისისთვის თვალის გასწორება. ნუ ჩავიგდებთ თავს რაღაც ხიბლში, ჯერჯერობით, ხელისუფლება შეჯანჯღარებულია, მაგრამ ფუნდამენტურ ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ“, – განაცხადა უგულავამ.

როგორც ცნობილია, ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას ახდენს.

შეგახსენებთ, ოპოზიციამ საპროტესტო აქციების გეგმა 26 თებერვალს გააჟღერა. გეგმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ წარადგინა.

ასევე,  5 მარტს ოპოზიცია მთავრობის ადმინისტრაციის შენობის პიკეტირებას გეგმავს. 9 მარტს კი შინაგან საქმეთა სამინისტროშ შენობის პიკეტირება იგეგმება.

ოპოზიციის გეგმის მიხედვით, 11 მარტს სასამართლოს პიკეტირებას მოახდენენ, 13 მარტს კი კვლავ პარლამენტთან შეიკრიბებიან.

იტვირთბა....