პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რამდენიმე პირი დააკავეს.
ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა მოუწოდეს, მათთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ და კანონის ფარგლებში ემოქმედათ.
ადგილზე შეკრებილები სკანდირებენ: „გავრილოვის მონებო“.
როგორც ცნობილია, ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას ახდენს.
შეგახსენებთ, ოპოზიციამ საპროტესტო აქციების გეგმა 26 თებერვალს გააჟღერა. გეგმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ წარადგინა.
ასევე, 5 მარტს ოპოზიცია მთავრობის ადმინისტრაციის შენობის პიკეტირებას გეგმავს. 9 მარტს კი შინაგან საქმეთა სამინისტროშ შენობის პიკეტირება იგეგმება.
ოპოზიციის გეგმის მიხედვით, 11 მარტს სასამართლოს პიკეტირებას მოახდენენ, 13 მარტს კი კვლავ პარლამენტთან შეიკრიბებიან.