“ძალიან უხერხულია იმაზე ლაპარაკი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ვერ ავსებს აპლიკაციის ფორმას სწორად. ყველაფერი არის მზაობაში, იმისათვის, რომ ფაიზერისგან დასტურის შემთხვევაში, ქვეყანამ ვაქცინა მიიღოს.”
თამუნა გაბუნია – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
აღნიშნულით თამარ გაბუნიამ სამინისტროში ბრიფინგზე განაცხადა, სადაც “კოვაქსის პლატფორმის” დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, დღეს “კოვაქს პლატფორის” განცხადება გავრცელდა, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. როგორც “კოვაქსიდან” “ინტერპრესნიუსს” სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს.
მანამდე კი, “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომ ვაქცინის შემოტანის დაგვიანების მიზეზი ისა, რომ სამინისტრომ საჭირო აპლიკაცია სწორად ვერ შეავსო.