aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გადაყენება განიხილება – რა ინფორმაციას ავრცელებს სერგო ჩიხლაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“სტრატეგია აღმაშენებელის” ერთერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ ამირან გამყრელიძის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის პოსტიდან გადაყენება განიხილება.

როგორც ჩიხლაძემ “ფორმულას “განუცხადა, ეს კულუარული ინფორმაცია უკვე ერთი კვირაა, აქვთ.

ჩიხლაძის თქმით, გამყრელიძის მიდგომა არის დაუსაბუთებელი, ასევე, არსებობს საეჭვო შესყიდვები, ათ შორის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ განხორციელებული.

“განიხილება ამირან გამყრელიძის პენსიაზე გაშვების საკითხი. ბევრი მისი მიდგომა არის მოძველებული და დაუსაბუთებელი, იგივე შეზღუდვებთან დაკავშირებით, სააკორდინაციო საბჭოში მისი საქმიანობა, ასევე, არაერთი საეჭვო შესყიდვები, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ განხორციელებული. გადაწყვეტილია თუ არა, არ ვიცი, კულუარული ინფორმაცია 1 კვირა გვაქვს, რომ ეს განიხილება”, – განაცხადა ჩიხლაძემ.

ფორმულას დაავადებათა კონტროლის ცენტრში უთხრეს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

დილის 10 საათიდან მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფებიან ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, ეკატერინე ტიკარაძე და თამარ გაბუნია. უცნობია, რა საკითხზე დაიბარეს ისინი კანცელარიაში.

იტვირთბა....