საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ით 11 ადამიანი გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 3 510-ს მიაღწია. – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამავე ვებ-გვერდის თანახმად ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან 525 პაციენტი განიკურნა, ხოლო საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირების დამარცხება 265 114-მდე პირმა შეძლო.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 248 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.