საქრთველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 248 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამავე ვებ-გვერდის თანახმად ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან 525 პაციენტი განიკურნა, ხოლო საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირების დამარცხება 265 114-მდე პირმა შეძლო.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ით 11 ადამიანი გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 3 510-ს მიაღწია.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 248 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ თბილისში გამოვლინდა.
ამ დროისთვის საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 323 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში 7 065 ადამიანი იმყოფება.
სულ 6 ოქტომბრიდან – 27 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 320 პირი.