ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

(ვიდეო) “ჩემს გვერდზე მჯდომი ორი პოლიციელი იცინოდა… მეც გამეღიმა”- რას იხსენებს მელია მისი დაკავების შემდეგ

ირკვევა, რომ 23 თებერვალს ებმ-ის ლიდერის ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაცია რეგიონებიდან ჩამოსულმა სამართალდამცავებმა ჩაატარეს. ამის შესახებ ინფორმაციას TV “პირველი” ავრცელებს.

სიუჟეტის მიხედვით, ამ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტი, რომ მელია პარტიის ოფისიდან წაყვანის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში ერთი საათის შემდეგ მივიდნენ, რადგან სამართალდამცავებმა მისასვლელი გზები არ იცოდნენ.

მელია ინტერვიუში ამბობს, რომ მანქანაში მყოფი სამართალდამცველები თავადაც ხუმრობდნენ, აქაურები არ ვართ და გზები კარგად არ ვიცითო.

“მანქანაში ჩაჯდომიდან მალევე შევამჩნიე, რომ მძღოლმა თბილისის ქუჩები საერთოდ არ იცოდა. გვერდით მჯდომ თანამშრომელს ეკითხებოდა გზას და სთხოვდა მინიშნებას, როგორ მისულიყო დანიშნულების ადგილამდე. ამაზე მეც გამეღიმა. უკნიდან ზურგზე ხელი დავადე და ვკითხე, ადგილობრივი არ ხარ? ქუჩები არ იცი? ამაზე ჩემს გვერდზე მჯდომი ორი პოლიციელი იცინოდა,”- ამბობს ნიკა მელია.

ნიკა მელია ინტერვიუში დაკავების მომენტზეც საუბრობს და ამბობს რომ სპეცრაზმელებს ადამიანები ცემა-ტყებით ჩაჰყავდათ შენობის ქვევით.

ცნობისთვის, 23 თებერვალს, გამთენიისას, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს 21 პირი დააკავეს.

 

 

იტვირთბა....