ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

(ვიდეო) “ეს კადრი კარგად მახსოვს, სხვა ადამიანებიც ცემა-ტყეპით ჩაჰყავდათ”- მელიას ექსკლუზიური ინტერვიუ ციხიდან

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ TV “პირველს” ექსკლუზიურად ინტერვიუ მისცა, სადაც მისი დაკავების მომენტიდან მომხდარ ფაქტებზე საუბრობს.

ინტერვიუში, რომელიც წერილობითი ფორმით შედგა, ნიკა მელია საუბრობს მომხდარ ფაქტებზე, რომლებიც ამ დრომდე ტელეეთერებში არ გასულა.

“მესამედან პირველ სართულამდე წარმოუდგენელი რაოდენობის სპეცრაზმელები იდგნენ. კიბეზე ჩასვლისას დავინახე, რომ ერთ-ერთ ადამიანს სპეცრაზმელმა თირკმელში ჩაარტყა. ეს კადრი კარგად მახსოვს, სხვა ადამიანებიც ცემა-ტყებით და მუჯლუგუნებით ჩაჰყავდათ,”- აცხადებს მელია.

მელია ინტერვიუში ამბობს, რომ პირველი სართულიდან ბრძანების მიღების შემდეგ გაიყვანეს, ხოლო ხელბორკილები მაშინვე არ დაადეს.

“ხუთ ადამიანს ვეჭირე, ერთს უკნიდან ქამრით. ვეუბნებოდი, სულ რომ ტყვია მესროლოთ, ერთი გული მაქვს და ისიც რომ ამომიღოთ და სულიც რომ ამომაძროთ, მაინც გამარჯვებული ვიქნები-მეთქი. გავრილოვებს ვეძახდი…”- წერს ნიკა მელია.

ცნობისთვის, 23 თებერვალს, გამთენიისას, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს 21 პირი დააკავეს.

იტვირთბა....