“ფასილიტატორ ელჩებს დავუდასტურეთ და იმავე აზრზე ვართ, რომ დიალოგი, მოლაპარაკებები და შეთანხმება ურთიერთკომპრომისების გზით, არის სიტუაციის განმუხტვის ერთადერთი ალტერნატივა”, – აღნიშნული განცხადება “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, სერგო ჩიხლაძემ გააკეთა.
რაც შეეხება მიმდინარე აქციებს, როგორც ჩიხლაძემ აღნიშნა, ოპოზიციას აქციები საერთოდ გაუქმებული ჰქონდა იმ იმედით, რომ ხელისუფლება წავიდოდა კონსტრუქციულ ნაბიჯებზე.
„ამის ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ კიდევ უფრო გაუარესებული სიტუაცია, კიდევ უფრო ღრმა კრიზისი ხელისუფლების ამ არაადეკვატური ნაბიჯების გამო. აქციები იქნება, ჩვენ დაანონსებული გვაქვს უკვე, თუმცა თუ ხელისუფლება წამოვა გარკვეულ დათმობებზე, თუ პოლიტპატიმრები გათავისუფლდება, თუ დავინახავთ, რომ ხელისუფლება ცდილობს სიტუაციის განმუხტვას, რა თქმა უნდა, შეიძლება, შევიდეს ცვლილებები ამ აქციების განრიგში, ეს არ არის რაღაც ქვაში გამოკვეთილი, ჩვენ ვართ საკმაოდ მოქნილები და საკმაოდ კონსტრუქციულად განწყობილები“, – განაცხადა ჩიხლაძემ.