ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რა სანქციებს განიხილავენ ივანიშვილისთვის, სენატის საგარეო კომიტეტის ადმინისტრაციის უფროსი ჰყვება”- რა ინფორმაცია აქვს თამარ ჩერგოლეიშვილს

“ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ბოლო რეებში მიმდინარე მოვლენებსა და მასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებაზე წერს.

ჩერგოლეიშვილი სავარაუდო სანქციებზე წერს, რომელიც შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამოქმედდეს.

“სენატის საგარეო კომიტეტის ადმინისტრაციის უფროსი ჰყვება, რა სანქციებს განიხილავენ ივანიშვილისთვის. მაგრამ საგულისხმოა, რომ ბიძინას გარდა სხვა თანამდებობის პირებზეც საუბრობს – ვინც პოლიტიკურ დევნაში მონაწილეობს.

არსებობს ორი ვარიანტი:
პირველი – სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციებიდან ერთ-ერთია აშშ-ს ტერიტორიაზე მყოფი ანგარიშების გაყინვა, რაც, შესაძლოა, ფინანსთა დეპარტამენტმა სხვა სამინისტროებთან ერთად განიხილოს;

მეორე – შეზღუდვა მოგზაურობაზე. თუ თავად ივანიშვილი არ მოგზაურობს აშშ-ში, მას ჰყავს შვილები, რომლებიც ამას აკეთებენ.

ბოლო წლებში საუბარია იმაზე, უნდა მოუხსნან თუ არა შვილებს აშშ-ში მოგზაურობისა და განათლების უფლება. ვფიქრობ რომ ეს მას [ივანიშვილს] უნდა აღელვებდეს.

ამას გარდა, არიან სხვებიც, ვინც საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებშიაან ჩართული და მასთან ძალიან ახლოს არიან. სანქციების დაწესება მათთვისაც შეგვიძლია, როგორც ცალკე ინდივიდებისთვის,”- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, 23 თებერვალს, გამთენიისას, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს 21 პირი დააკავეს.

მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას საერთაშორისო საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

 

იტვირთბა....