ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ნიკა გვარამია ნიკა მელიას უფლებებს დაიცავს

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას უფლებებს დაიცავს. ამის შესახებ “მთავარის” ჟურნალისტს განუცხადა.

ნიკა გვარამია რუსთავის ციხეში მივიდა ნიკა მელიას მოსანახულებლად.

ცნობისათვის, აქციის მონაწილეების ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციისკენ მსვლელობას მართავს, რის პარალელურად, პარლამენტის შენობასთან კარვები გაიშლება.

შეგახსენებთ, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია დაიწყო. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა “ნაცმოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას გათავისუფლებაა. ოპოზიციის ლიდერები აქციაზე, რომელიც ნიკა მელიას მხარდასაჭერად რამდენიმე წუთის წინ დაიწყო მხარდაჭერებს სიტყვით მიმართავენ.

იტვირთბა....