ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციისკენ მსვლელობის მართავენ – პარლამენტის შენობასთან კარვები გაიშლება

აქციის მონაწილეების ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციისკენ მსვლელობას მართავს, რის პარალელურად, პარლამენტის შენობასთან კარვები გაიშლება. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება უწყვეტ პროტესტს შეუერთდეს.

„ახლა დავიძვრებით ჩიტაძის და შემდეგ უკვე ინგოროყვას ქუჩით კანცელარიისკენ. კანცელარია დღეს მთავარი უტვინობის და ბოროტების სიმბოლოა. ამიტომ ჩვენი ვალია იქ მივიდეთ, ისევე, როგორც ეს უტვინო მოვიდა ჩვენთან, დაგვარბია. პარალელურად, როდესაც ჩვენ ვიქნებით იქ, პარლამენტთან ჩვენი თანამებრძოლები სხვადასხვა ქალაქიდან, გაშლიან კარვებს და ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება შემოუერთდეს უწყვეტ პროტესტს, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებით და რიგგარეშე არჩევნებით დამთავრდება.

ჩვენი შეკრების მიზანია ბრძოლა თავისუფლებისთვის, ჩვენ ვამბობთ სიტყვას თავისუფლებისთვის, ჩვენი მეგობრები იმღერებენ და იქნება მუსიკა თავისუფლებისთვის. თავისუფლება პოლიტპატიმრებს, თავისუფლება ქვეყანას!“ -აღნიშნა უგულავამ.

ცნობისათვის, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია დაიწყო. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა “ნაცმოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას გათავისუფლებაა. ოპოზიციის ლიდერები აქციაზე, რომელიც ნიკა მელიას მხარდასაჭერად რამდენიმე წუთის წინ დაიწყო მხარდაჭერებს სიტყვით მიმართავენ.

იტვირთბა....