ახალი ამბები მთავარი ციტატა

“დარწმუნებული ვარ, მელია ციხეში სააკაშვილის წაქეზებით მოხვდა, მან გაწირა თავისი პარტიის ფორმალური ლიდერი”

“ნიკა მელიამ შეგნებულად ყველაფერი გააკეთა, რომ ციხეში წასულიყო. თუ ამ ყველაფერს პოლიტიკურად შევხედავთ, მიხეილ სააკაშვილმა თავისი პარტიის ფორმალური ლიდერი გაწირა ციხისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანი ციხეში მისი პირადი წაქეზებით მოხვდა, დაუჯერა მას და გულზე ბევრი მჯიღი ირტყა, რომ ვერ დაიჭერდნენ, თუმცა კანონი და სამართალი აღსრულდა და მიხეილ სააკაშვილის გეგმა „ბე“ მოქმედებაში ვერ მოვიდა.

მამუკა მდინარაძე – ფრაქცია „ქართული ოცნების“თავმჯდომარე

 აღნიშნული მამუკა მდინარაძე ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა.

ცნობისთვის, 23 თებერვალს, გამთენიისას, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს 21 პირი დააკავეს.

მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას საერთაშორისო საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

იტვირთბა....