aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ახლა მხოლოდ კრემლში იღიმიან, რაც მოხდა, მოვლენების საშინელი განვითარებაა”- დევიდ კრამერი

aviabiletebi
ავიაბილეთები

დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მიმართულებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნი ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი ენმ-ის ლიდერის ნიკა მელაის დაკავებას ეხმიანება და აცხადებს, რომ დღევანდელი მოვლენები საქართველოსთვის უზარმაზარი უკუსვლაა.

როგორც დევიდ კრამერი აცხადებს, ამ მოვლენების შემდეგ ახლა მხოლოდ კრემლში იღიმიან. მისივე თქმით, განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა კრიზისის სახიფათო ესკალაცია გამოიწვიოს.

“რაც დღეს მოხდა, მოვლენების საშინელი განვითარებაა. “ნაციონალური მოძრაობის” შტაბ-ბინაში შეჭრის და ნიკა მელია დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება წინდაუხედავი და პროვოკაციული ნაბიჯია, რომელმაც შეიძლება, კრიზისის სახიფათო ესკალაცია გამოიწვიოს. ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ. ეს მოიცავს დასავლეთის მიერ სანქციების დაწესებას. დღევანდელი მოვლენები საქართველოსთვის უზარმაზარი უკუსვლაა. ახლა მხოლოდ კრემლში იღიმიან”, – განუცხადა დევიდ კრამერმა “ინტერპრესნიუსს”.

ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. დაკავებისსპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.

სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს 21 პირი დააკავეს, მათ შორისაა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძეც.

გავრცელდა ნიკა მელიას დაკავების კადრები. 

 

იტვირთბა....