სცენარისტი, პროდიუსერი მიშა მშვილდაძე სოციალურ ქსელში ენმ-ის ოფისთან დღეს მომხდარ პროცესებსა და პარტის ლიდერის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით წერს.
მიშა მშვილდაძე მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ მმართველ გუნდში მისი სახით ერთადერთი ადამიანი დარჩა, ვინც სახელმწიფოებრივად აზროვნებს.
მშვილდაძე კალაძეს მოუწოდებს, დატოვოს პოლიტიკური პარტია და შემდეგი სიტყვებით მიმართავს; “თქვი სათქმელი და წამოდი მაქედან და ჩემი ხელით დაგიხაზავ ყველა ქუჩაზე ბასლაინებს.”
“Kakha Kaladze კახა კალაძე ბიჭო კი არ მევასები ძაან, ათასი მიზეზის გამო, მარა – ერთადერთი დარჩი მანდ, ვისაც რაღაც აქვს კიდევ ბიძინას რუსული ტრაკის გარდა და რა გინდა, ღარიბაშვილს და მარგინალებს გინდა ჩაყვე პოლიტიკურ საფლავში? გახარიამ უნდა გაჯობოს ჭკუაში? ხო ხედავ რომ გადაგახიეს თავზე ყველაფერი და ბოლოსდაბოლოს რაგბის კავშირის პრეზიდენტადაც შენი კანდიდატი აბუ ნაგლად არ დაუშვეს – რაღას ელოდები?? ფული არ გაკლია, ნაკრების კაპიტანი იყავი და არჩეული მერი ხარ! თქვი სათქმელი და წამოდი მაქედან და ჩემი ხელით დაგიხაზავ ყველა ქუჩაზე ბასლაინებს,”- წერს მისა მშვილდაძე.
ცნობისთვის, დღეს ენმ-ის ოფისთან პარტიის ლიდერის ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციის შემდეგ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ “რადიკალიზმი ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს”.
კალაძის ამ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი თამარ ჩხეიძეც, რომელმაც თქვა: “კალაძის განცხადება რამდენადმე განსხვავდებოდა დანარჩენი მთავარი ქოცების განცხადებებისგან”
სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.