მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“კალაძის განცხადება განსხვავდებოდა დანარჩენი ქოცების განცხადებებისგან” – თამარ ჩხეიძე

“კალაძის განცხადება რამდენადმე განსხვავდებოდა დანარჩენი მთავარი ქოცების განცხადებებისგან”

თამარ ჩხეიძე, საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი

სოციალური ქსელი

“რადიკალიზმი ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს” – განცხადება, რომელიც დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ ნიკა მელიას დაკავების შემდეგ გააკეთა.

ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. დაკავებისსპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.

სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.

გავრცელდა ნიკა მელიას დაკავების კადრები. 

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ენმ-ის ოფისში შესვლასა და ნიკა მელაის დაკავებას 22 თებერვლის ღამეს გეგმავდა.

 

იტვირთბა....