“ევროპული საქართველოს” ყოფილი წევრი ელენე ხოშტარია დღეს ენმ-ის ოფისში სპეცრაზმის შესვლასა და პარტიის ლიდერის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ხოშტარიას თქმით, როდესაც ის სპეცრაზმელებს შენობის გარეთ გაჰყავდათ, ერთ-ერთმა მას ჰკითხა, თუ რამდენი შვილი ჰყავდა.
“შენობიდან ძალით გაყვანის დროს სადღაც 6 პოლიციელს მივყავდი და ერთი სპეცრაზმელი ნიღბით ცინიკურად მეუბნება- შენ 4 შვილი ხო თუ ხუთი? და ქეჩოთი მივყავარ სირცხვილია” – წერს ელენე ხოშტარია ფეისბუქზე.
ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. დაკავებისსპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.
სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს 21 პირი დააკავეს, მათ შორისაა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძეც.
გავრცელდა ნიკა მელიას დაკავების კადრები.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ენმ-ის ოფისში შესვლასა და ნიკა მელაის დაკავებას 22 თებერვლის ღამეს გეგმავდა.