aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ივანიშვილი აუცილებლად გაქუსლავს საქართველოდან” – მიხეილ სააკაშვილის მიმართვა

“მინდა მივმართო სპეცრაზმის წარმომადგენლებს – ხელი არ აღმართოთ ხალხზე. ივანიშვილი აუცილებლად გაქუსლავს საქართველოდან, ისევე როგორც იანუკოვიჩი გაიქცა უკრაინიდან. მელიას ხალხი არ დაგაჭერინებთ, ისე როგორც უკრაინელმა ხალხმა გამმომათრია ავტობუსიდან, სადაც დაჭერილი ვყავდი სპეცრაზმს. არ გააკეთოთ ის, რაც ჩაიდინეს რუსებმა 1989 წელს და რაც გააკეთა ივანიშვილმა გახარიას ხელით 20 ივნისს. გახარია შუაშია, მაგრამ თავში ივანიშვილია.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

ამის შესახებ მან “TV პირველის” ეთერში განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ  მოსამართლემ ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პარტიის ლიდერს პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

თუმცა, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ საკითხზე არსებული დაპირისპირების გამო თანამდებობიდან გადადგა, შსს-მ ნიკა მელიას დასაპატიმრებლად საჭირო ღონისძიებები დროებით შეაჩერა.

იტვირთბა....