ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

მოსამართლემ ნიკა მელიას საქმეზე საბოლოო განაჩენი გამოიტანა

მოსამართლემ ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პარტიის ლიდერს პატიმრობა  შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება – გირაო აღკვეთ ღონისძიება პატიმრობად შეეცვალა.

პარტიის თავმჯდომარისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო, რომელიც არაერთი გახმაურებული საქმის მოსამართლეა.

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. პროცესზე არ იმყოფება თავად ნიკა მელია.

ის მოსამართლის განხილვას პარტიის ოფისიდან ადევნებდა თვალს. მელიას მხარდამჭერები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ პოლიციას მელიას დაპატიმრების უფლებას არ მისცემენ და მას, თუ საჭიროა, ფიზიკურადაც დაიცავენ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების -გირაოს, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების -პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით გუშინ მიმართა.

შეგახსენებთ, 16 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ენმ-ის თავჯდომარეს, ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება 88 დეპუტატის ხმით შეუჩერდა. ინფორმაციითვოს, პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

1-ლი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით,  ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.

მელიამ სწორედ ეს გირაო არ გადაიხადა – 50 დღე 12 თებერვალს ამოიწურა, რის შემდეგაც პროკურატურამ მელიას მიმართ პატიმრობის შუამდგომლობის დაყენების გადაწყვეტილება მიიღო. პროცედურულად, კი პროკურატურამ ჯერ პარლამენტს მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის შუამდგომლობით მიმართა, როს შემდეგაც ის სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართავდა.

ცნობისთვის, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს “მეტრონომის” მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომელმაც საზოგადოებაში გარკვეული დაბნეულობა გამოწვია. დეტალურად სანახავად გადათით ბმულზე

იტვირთბა....