ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ოჯახის საყრდენი გამოგვეცალა” – რა მიმართვას ავრცელებს თინა ხიდაშელი

„2021 გამორჩეულად საუკეთესო წლად იყო ჩაფიქრებული. აი ისეთი წელი დიდი ხანია რომ ემზადები. მაგრამ სასტიკი და დაუნდობელი აღმოჩნდა“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს

„2021 გამორჩეულად საუკეთესო წლად იყო ჩაფიქრებული. სანდრო უსუფაშვილის 21/21/21, ჩვენი ქორწინების 25. აი ისეთი წელი დიდი ხანია რომ ემზადები. მაგრამ სასტიკი და დაუნდობელი აღმოჩნდა.

ოჯახის საყრდენი გამოგვეცალა. პირველ რიგში მის შვილიშვილებს რომლებიც აღმერთებდნენ, ეთაყვანებოდნენ, ეიმედებოდათ, სახლდან მასთან გარბოდნენ და ყველა კარგ ამბავს პირველად მას ურეკავდნენ.

მე ასეთი მეგობრობა არც მინახავს ჯოველის და მის შვილიშილებს რომ ქონდათ! მოენატრებათ, დააკლდებათ, ძალიან ადრე იყო. ნინი უსენაშვილი – ძალიან ძნელი იქნება მაგრამ როგორი მაგარი გოგო-ბიჭები გაგზარდათ ეხლა გამოჩნდება.

მე და დათო კი აგერ ვწევართ ბოჭორიშვილის კლინიკაში აპარატზე მიერთებულ მიმაგრებული და ვფიქრობ რომ ვერც კი დავემშვიდობები, მადლობასაც ვერ ვეტყვი წესიერად რომ 25 წელი ჩემი ოჯახის იმედი და ბურჯი და ჩემი სანდროს ასეთი დიდი მეგობარი იყო!”, – წერს სოციალურ ქსელში თინათინ ხიდაშელი.

ცნობისათვის, 18 თებერვალს თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხიდაშელისა და დავით უსუფაშვილის ოჯახს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

იტვირთბა....