თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხიდაშელისა და დავით უსუფაშვილის ოჯახს კორონავირუსი დაუდასტურდა.
„მოგესალმებით მეგობრებო, თინას თხოვნით ვაქვეყნებთ სტატუსს, ჟურნალისტებს გვინდა გამცნოთ, რომ სამწუხაროდ თინა ხიდაშელს, დავით უსუფაშვილს და მთელს ოჯახს, ორშაბათს კოვიდი დაუდასტურდათ. მდგომარეობა რთული არაა, მაგრამ არც სახარბიელო“, – ვკითხულობთ განცხადებაში.