“არ მაინტერესებს ამათი პოლიტიკური ვნებები, არ მაინტერესებს ნიკა მელიას დაიჭერენ თუ არა, ნუ დაიჭერენ, დაჭერის წინააღმდეგი ვარ თუ ადამიანმა ადამიანი არ მოკლა, საერთოდ არ მინდა ვინმე ციხეში იყოს, მაგრამ ეს არ არის ჩემთვის დღეს მნიშვნელოვანი, მარსზე მიდიან, ფოტოს იღებენ და მე აქ მელიას დაჭერაზე მალაპარაკებთ, არ მინდა ამაზე ლაპარაკი.”
მეწარმე, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე
ამის სეახებ მეწარმე, ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.
მოსამართლემ ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პარტიის ლიდერს პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.