“ქრონიკა+”-ის რედაქტორის, ელისო კილაძის ინფორმაციით, გიორგი გახარიას წასვლის შემდეგ პრემიერობის თანამდებობაზე სამი კანდიდატურა განიხილებოდა.
როგორც ელისო კილაძემ “დღის სტუმარში” განაცხადა, პრემიერობის კანდიდატად განიხილებოდნენ კახი კალაძის, არჩილ თალაკვაძისა და ირაკლი კობახიძის კადრები.
“პრემიერის კანდიდატურა სამჯერ შეიცვალა დღის განმავლობაში, ვიდრე ღარიბაშვილს კანდიდატურას დაასახელებდნენ, კახი კალაძეს უნდოდა პრემიერობა, განიხილებოდა არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა და განიხილებოდა თავად ირაკლი კობახიძის კანდიდატურაც. რატომღაც, ამ ჯგუფმა დაიჯერა, რომ ისინი არიან ბიძინა ივანიშვილის მემკვიდრეები,”- განაცხადა ელისო კილაძემ.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 17 თებერვალს, სასამართლომ ენმ-ის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფი “ნაციონალური მოძრაობის” ოფისისკენ დაიძრა, მოულოდნელად გიორგი გახარიამ თანამდებობიდან წასვლის შესახებ საგანგებო განცხადება გაავრცელა. გახარიას თქმით, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გიორგი გახარიას წასვლის შემდეგ, იმ დღესვე ახალი პრემიერის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დასახელდა.

