ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“წარმოგიდგენიათ, აღიარეს, რომ მელიას საქმე არის პოლიტიკური მართლმსაჯულება”- ელისო კილაძე

“ქრონიკა+”-ის რედაქტორის, ელისო კილაძის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” აღიარა, რომ ენმ-ის ლიდერის ნიკა მელიას საკითხზე განხილვა არა სასამართლოში, არამედ მთავრობაში მიმდინარეობდა.

როგორც ელისო კილაძემ განაცხადა, სახელისუფლებო გუნდმა აღიარა, რომ ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება.

“ფაქტობრვად აღიარა ამ გუნდმა, რომ ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება. პარტიის ოფისში განიხილებოდა ნიკა მელიას დაკავების ვადები. გადაწყვეტილება სასამართლოს რა უნდა გამოეტანა, და განიხილებოდა როგორ უნდა მომხდარიყო შტურმი “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში. წარმოგიდგენიათ, აღიარეს, ეს არის აღიარებითი ჩვენება.

რომელი კომპეტენციის და რომელი კანონის თანახმად განიხილავდნენ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების საკითხს?!”- აცხადებს ელისო კილაძე.

როგორც ლიკაძე ამბობს, მას მანამდე ჰქონდა ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია ნიკა მელიას დაკავების წინააღმდეგი იყო.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს თანამდებობა დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

შეგახსენებთ, მოსამართლემ ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პარტიის ლიდერს პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

 

 

იტვირთბა....