,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელიას განცხადებით, ხელისუფლებამ მოთხოვნა, ვადამდელ არჩევნებთან დკავშირებით, უნდა დააკმაყოფილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიცია ქვეყანაში მასშტაბურ საპროტესტო აქციებს დაიწყებს.
არნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ნიკა მელიამ “რეაქციაში” საუბრისას დასძინა, რომ გავრილოვის საქმეზე მას ვეღარ დაიჭერენ და ეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა აღიარონ.
,,ახლა მთავარია არა ის, რომ უნდა ვიფიქრო, შემოვა ირაკლი ღარიბაშვილის სპეცდანიშნულების რაზმები და რეპრესიული მანქანა ამუშავდება ბიძინა ივანიშვილის მიერ თუ არა, არამედ, გავითვალისწინოთ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს ელჩების პოზიცია და მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ. ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება წელს, ამის გარეშე წარმოუდგენელია, რომ პოლიტიკური ცხოვრება გაგრძელდეს და რაც უფრო დროში გაწელავს ,,ქართული ოცნება”, უფრო მტკივენულად დაენარცხება ძირს. გავრილოვის საქმეზე რომ ნიკა მელიას ვეღარ დაიჭერენ ესეც უნდა აღიარონ, ამის თქმა საჯაროდ თუ ეუხერხულებათ ერთმანეთში დაილაპარაკონ, მიიღონ გადაწყვეტილება და ჩანიშნონ ახალი არჩევნები”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, 17 თებერვალ თბილისის საქალაქო სასამალომ “ნაცმოძრაობის” ლიდერს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.
ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს თანამდებობა დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.