პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარია გადადგა, რასაც სოციალურ ქელში ძალიან ბევრი გამოხმაურება მოჰყვა.
ჟურნალისტი ესმა კუნჭულია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
„ყველაზე ადეკვატური გადადგა! ასე, რომ აწი მეტი სიფრთხილე! პ.ს. რომ არ დავწერო, არ შემიძლია – გადადგომამდე 5 წუთით ადრე, ამ დილით, მისი დახმარებით წოდორეთის პრობლემა მოგვარდა – მარილის მანქანები დაიძრა ჩვენი თოვლში ჩაკეტილი სოფლისკენ. დიახ, ის ადეკვატური გადადგა, ვის რეიტინგზეც და აიქიუზეც ეკიდა „ოცნება“. ასე რომ…“, – წერს ესმა კუნჭულია.