ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილებას საკუთარ Twitter-ზე გამოეხმაურა.
ევროპარლამენტარი უკმაყოფილებას გამოთქვამს საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების გამო.
“შეშფოთებული ვარ საქართველოდან მომავალი ახალი ამბებით. ეს ქვეყანა სხვებისათვის სამაგალითო იყო და ახლა 1990-იანი წლების მღელვარე წარსულს უბრუნდება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება მიუღებელია”. – წერს ის საკუთარ ტვიტერის გვერდზე.
შეგახსენებთ, 17 თებერვალს მოსამართლემ ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პარტიის ლიდერს პატიმრობა შეუფარდა.