მთავარი ციტატა

“გავაცნობიეროთ, სინამდვილეში ვინ არის კობახიძე, რომელსაც სულ დავცინოდით”- არჩილ გამზარდია

“ოპოზიციას გირჩევთ, დაიწყეთ პროცესები ირაკლი კობახიძის პოლიტიკიდან ჩამოშორების მიზნით, თორემ უკან დაგვრჩება ბევრი რამე ქვეყანას. გახარიას წასვლის სიხარულზე მეტად, ის გავაცნობიეროთ, ძალაუფლების ვერტიკალი ვის ხელში რჩება და სინამდვილეში ვინ არის კობახიძე, რომელსაც სულ დავცინოდით, მან კი ყველა ძალაუფლებითი სუბიექტი მოიშორა და დღითიდღე იმყარებს ძალაუფლებას.”

არჩილ გამზარდია – ანალიტიკოსი

აღნიშნულით ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში პრემიერის პოსტიდან გიორგი გახარიას გადადგომას გამოეხმაურა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობას დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

შეგახსენებთ, 17 თებერვალს მოსამართლემ ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პარტიის ლიდერს პატიმრობა  შეუფარდა.

 

იტვირთბა....