ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ახლა კალაძეა მიზანში”- ანალიტიკოსი ირაკლი კობახიძის პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში პრემიერის პოსტიდან გიორგი გახარიას გადადგომას გამოეხმაურა.

როგორც ანალიტიკოსი წერს, პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინტერესშია გიორგი გახარიასა და კახა კალაძის ჩამოცილება.

მისივე თქმით, გორგი გახარიას შემდეგ სწორედ დედაქალაქის მერის ჯერია.

“ვამბობდი ერთი თვის წინ: “ირაკლი კობახიძე გახარიას და კალაძის ძირის გამოთხრაზე იმუშავებს აუცილებლად, რომ მსგავსი ძალაუფლებითი თანაფარდი სივრცეები მოიშოროს და მათი წილი გავლენა და ძალაუფლება მიისაკუთროს. მისი ნომერი პირველი კონკურენტები არიან. ჯობია, დროზე გააცნობიერონ ეს კალაძემაც და გახარიამაც.”

ახლა კალაძეა მიზანში. სავარაუდოდ, ამასაც ოპოზიციის მეშვეობით გააკეთებს კობახიძე.,”- წერს არჩილ გამზარდია.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობას დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

შეგახსენებთ, 17 თებერვალს მოსამართლემ ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პარტიის ლიდერს პატიმრობა  შეუფარდა.

იტვირთბა....