“გახარიას არ სურდა და ვერ გავამტყუნებთ, მოდით ნუ გავამტყუნებბთ, რომ ქვეყანაში მეორე 20 ივნისი მოეწყო ფიზიკურად ბატონი გავრილობის არარსებობის პირობეში. განერიდა, განერიდა… არ აიღო ეს პასუხისმგებლობა და მისასალმებელია.”
ნიკა მელია – ენმ-ის თავმჯდომარე
აღნიშნულით ნიკა მელიაპრემიერის პოსტიდან გიორგი გახარიას გადადგომას გამოეხმაურა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობას დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.
შეგახსენებთ, 17 თებერვალს მოსამართლემ ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პარტიის ლიდერს პატიმრობა შეუფარდა.