„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრემიერის გადადგომას საგანგებო ბრიფინგზე ეხმიანებ და ადასტურებს, რომ ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით, გიორგი გახარიას ნამდვილად ჰქონდა გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია.
ამასთან, კობახიძემ ნიკანორ მელიას დაკავების პროცესის დროებით გადადების შესახებ შსს-ის გადაწყვეტილება ლოგიკურად მიიჩნია.
კობახიძე ნია მელიას მოუწოდებს, კანონს დაემორჩილოს.
“პრემიერ-მინისტრის გადადგომის ფონზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა მიიღო სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას დაკავების პროცესის დროებით გადადების შესახებ.
ახლა ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყურადღება მთლიანად იქნება კონცენტრირებული ახალი მთავრობის ფორმირებაზე.
მოვუწოდებთ ნიკანორ მელიას, დაემორჩილოს კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას და მის დაპატიმრებას.
მთავრობის ფორმირება დაიწყება და დასრულდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში“, – განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობას დატოვა.როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.
შეგახსენებთ, 17 თებერვალს მოსამართლემ ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პარტიის ლიდერს პატიმრობა შეუფარდა.