ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვერცერთი მოსამართლე, ვერცერთ ქვეყანაში სხვა გადაწვეტილებას ვერ მიიღებდა” – გია ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი “ენმ”-ს ლიდერის, ნიკა მელაის სასამართლო პროცესის “ტვ იმედის” ეთერში ეხმიანება.

ვოლსკის განცხადებით, “ვერცერთი მოსამართლე, ვერცერთ ქვეყანაში სხვა გადაწვეტილებას ვერ მიიღებდა.

“ვერცერთი მოსამართლე, ვერცერთ ქვეყანაში სხვა გადაწვეტილებას ვერ მიიღებდა, ელემენტარულად. იმიტომ, რომ თვალწინ მოხდა ისეთი პირობების დარღვევა, რომელიც თვითონაც აღიარა, ხელი აქვს მოწერილი, სამაჯური გაიკეთა, გადააგდო და თქვა, რომ არ ვემორჩილები იმ კანონს და არ ვემორჩილები გირაოს გადახდის მოთხოვნას.

პირველი გირაო გადახდილი აქვს. მეორეს, არ ვემორჩილები და აჰა, თუ გინდათ დამიჭირეთ. სხვა რაიმე ღონისიძიება, ან რაიმე ვერდიქტი უბრალოდ შეუძლებელია. არ არსებობს, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით რაიმე სხვა ალტერნატივა ყოფილიყო განხილული.

ამას რასაკვირველია პოლიტიკური შემადგენლობაც აქვს, მითუმეტეს იმ განცხადებების დროს, რასაც ეხლა ვისმენთ, იმ უბადრუკ თემაზე, გავრილოვის თემაზე, არავინ არ ტყუვდება ამით, რომ მისი სავარძელში ჩახტომა იყო საგარეო კურსის ცვლილება, ამ ბოლო განცხადებებით სწორედაც ცდილობდნენ, წყალი დაესხათ ნაციონალური მოძრაობის ინტერესებზე, არც განმეორებითი არჩევნები უნდათ ამათ, არც რიგგარეშე და არც მორიგი, ამათ უნდათ რევოლუციური თემის წარმოშობა, იქ ჩაის დალევა უნდა სააკაშვილს ისევ ტრიბუნაზე და შემდეგ უკვე არჩევნების ჩატარება იმ ჭკუაზე, როგორც დაყავდათ მთელი ქვეყანა 2012 წლამდე, იმ სადისტური მეთოდებით, რაც ჰქონდათ.” – განაცხადა გია ვოლკიმ.

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ თბილისის საქალაქო სასამარლომ “ნაცმოძრაობის” ლიდერს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....