“ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ გავრილოვის პარლამენტი. დღეს კი ყველამ ერთად ვიხილეთ გავრილოვის სასამართლო.” – აღნიშნული განცხადება ნიკა მელიამ “ენმ”-ს ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მელიას შეფასებით, სასამართლოს განაჩენი ასამართლებს ყველას, ვინც ისტორიის სწორ მხარეს დგას.
,,ის ვერდიქტი, რომელიც გამოტანა გავრილოვის სასამართლო/პარლამენტმა და დღევანდელი ვერდიქტი არ ასამართლებს მხოლოდ ერთ ან ორ ადამიანს, ვსამართლდებით ყველა, ვინც ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს, ვინც 2019 წლის 20 ივნისს გამოვიდა რუსთაველის გამზირზე, ხმა აიმაღლა, არ შეუშინდა, სამართლიანად აღშფოთდა, თვალებში ჩახედეს უსამართლობას, რომელსაც ბატონი გავრილოვის სახით სთავაზობდა ქართული ხელისუფლება და თვალებგახელილმა ახალგაზრდებმა რეზინის და დათვის ტყვიებს თვალები არ დაუხუჭეს. თვალების დაკარგვის ხარჯზე ღირსება და თავისუფლება შევინარჩუნეთ. ასამართლებენ ყველას, ვინც არის განვითარებული სახელმწიფოს მომხრე”, – განაცხადა მელიამ.
შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ თბილისის საქალაქო სასამარლომ “ნაცმოძრაობის” ლიდერს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.

