ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო, ეს მონა მოსამართლე სხვა არაფერს იზამდა” – გიგი უგულავა

“ჩვენ არანაირი გეგმა არ გვაქვს, ვართ კანონიერად ამ ოფისში. აქ არიან დეპუტატები, არანაირ სპეზრაზმს და პოლიციას აქ შემოსვლის უფლება არ აქვს.” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე განმარტებით,  “საჩუქარს ნამდვილად მიიღებს ივანიშვილი, ოღონდ არ იქნება ეს სასიამოვნო საჩუქარი.”

“მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო, ეს მონა მოსამართლე სხვა არაფერს იზამდა. წინასწარ ვიცოდით, რომ ეს ასე იქნებოდა. აქ დარბიან და მობილიზაციაა სპეცრაზმის. მივედით ბოლო კომპონენტამდე. ჩვენ დავიცავთ კონსტიტუციას. ნიკას მაინც ვერ დაიჭერენ.

შეკითხვა გეგმის შესახებ ეკუთვნის ხელისუფლებას. ჩვენ არანაირი გეგმა არ გვაქვს, ვართ კანონიერად ამ ოფისში. აქ არიან დეპუტატები, არანაირ სპეზრაზმს და პოლიციას აქ შემოსვლის უფლება არ აქვს. ხელს მოიქნევენ, მიიღებენ პასუხს.

მათი უკანონო გადაწყვეტილების დამორჩილებას არავინ არ აპირებს. ეს ძალიან კარგად იცოდეს ივანიშვილმა, რომელსაც ხვალ დაბადების დღე აქვს და, ეტყობა, გადაწყვიტეს საჩუქრის გაკეთება.

საჩუქარს ნამდვილად მიიღებს ივანიშვილი, ოღონდ არ იქნება ეს სასიამოვნო საჩუქარი.” – განაცხადა  უგუკავამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ თბილისის საქალაქო სასამარლომ “ნაცმოძრაობის” ლიდერს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....