ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საფრანგეთის რეგიონულ არჩევნებში ლე პენის პარტია ლიდერობს

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე  პარტიამ  ნაციონალურმა ფრონტმა მარინ ლე პენის მეთაურობით რეგიონული არჩევნების პირველი რაუნდი მოიგო. ამის შესახებ იტყობინება “მეტრონომის” კორესპონდენტი საფრანგეთიდან.

ნაცოინალურმა ფრონტმა არჩევნებში 30.6%, ხოლო მმართველმა ოლანდის სოციალისტურმა  პარტიამ მხოლოდ 22.7%.

„ნაციონალური ფრონტი ყველაზე რეიტინგული პარტიაა საფრანგეთში და უსამართლობა იყო, რომ ქვეყნის პარლამენტში პარტიას წარმომადგენლები თითქმის არ ჰყავდა“. –  განაცხადა ლე პენმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში რეგიონულ არჩევნებს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში  დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. თუმცა, ვითარება მას შემდეგ შეიცვალა რაც რეგიონების რიცხვი შემცირდა და მათ მიენიჭათ უფლება აკონტროლონ ბიუჯეტები.

თავად მარინ ლე პენს დიდი ამბიციები აქვს ფრანგულ პოლიტიკაში. მას სურს, რომ რეგიონების ხარჯზე დიდი პარტიული ქსელი ჩამოაყალიბოს და 2017 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯოს.

 

იტვირთბა....