აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები დღეს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გაიმართება.
ირანის დელეგაცია პარლამენტის სპიკერისა და საგარეო მინისტრის, აბას არაღჩის მეთაურობით უკვე ადგილზე იმყოფება.
აშშ-ის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობს, ის ისლამაბადში რამდენიმე საათის წინ ჩაფრინდა. მასთან ერთად შეერთებული შტატების გუნდს წარმოადგენენ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები – სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.
როგორც მედია წერს, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე საკვანძო საკითხს შეეხება, მათ შორის ირანის ბირთვულ პროგრამას, ჰორმუზის სრუტეს, საერთაშორისო სანქციებს და ლიბანის კონფლიქტს.

