აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პიტერ მაგიარი – ჩვენ გვჭირდება ყველაზე დიდი, ძლიერი მანდატი 12 აპრილს, რათა უნგრეთის ხელისუფლებამ არც კი იფიქროს რაიმე მანიპულაციაზე

ჩვენ გვჭირდება ყველაზე დიდი, ყველაზე ძლიერი მანდატი 12 აპრილს, რათა ხელისუფლებამ არც კი იფიქროს რაიმე მანიპულაციაზე, – ამის შესახებ უნგრეთის ოპოზიციური პარტიის, „ტისას“ ლიდერმა, პიტერ მაგიარმა განაცხადა.

მაგიარმა საარჩევნო დემონსტრაციაზე მოქალაქეებს მოუწოდა, ხმა მისცენ ხელისუფლების ცვლილებას.

უნგრეთის ოპოზიციური პარტიის ლიდერის თქმით, მათი პარტია ორ წელიწადში „თითქმის არაფრიდან“ ქვეყნის ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ ძალად იქცა.

ამასთან, პიტერ მაგიარმა მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტიის, „ფიდესის“ ამომრჩევლებს მიმართა: „თქვენ, ვისაც ეს ხელისუფლება გპირდებოდათ სამოქალაქო, განვითარებულ, მშვიდობიან, ევროპულ უნგრეთს — დაეთანხმებით, რომ ჩვენი ქვეყანა გამოეთიშოს ევროპას, ევროკავშირს, მხოლოდ იმისთვის, რომ ეს მაფიოზური მთავრობა ხელისუფლებაში დარჩეს?“

მაგიარმა მოქალაქეებს ასევე მოუწოდა, მომდევნო საათებში ახლობლები დაარწმუნონ, რომ ეს არჩევნები გადამწყვეტია და სახლში დარჩენა დაუშვებელია.

იტვირთბა....